პოლიტიკა
საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. კონსტიტუციური მონარქიის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პატრიარქთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არც დეპუტატებს გაუკეთებიათ და არც საპატრიარქოს წარმომადგენელს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე აუცილებლად შეხვდებოდა პატრიარქს. „რაც ბრძანა უწმინდესმა, არის ჭეშმარიტება - ის, რომ მონარქიას პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოაქვს სიმშვიდე. ამაზე გვექნება შეხვედრა. კომისიის წევრებს ეს საკითხი არ დაუსვამთ“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.