აქტუალური
გრუზინსკი თუ მუხრანელი? - ვინ ავა ტახტზე?

   საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ია ბაგრატიონ მუხრანელის განცხადებით, კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს, რადგან ასეთი რამ საქართველოში არ არსებობდა და არსებობდა მხოლოდ აბსოლუტური მონარქია, რომელიც რუსეთმა გაანადგურა. ია ბაგრატიონის თქმით, პატრიარქის ინიციატივაზე უნდა ვიმსჯელოთ. ამის შესახებ მან "პირველ რადიოს" განუცხადა.

შეკითხვაზე, მონარქიის შემოღების შემთხვევაში ვინ უნდა დაიკავოს საქართველოს სამეფო ტახტი - ნუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკიმ თუ დავით ბაგრატიონ მუხრანელმა, ია ბაგრატიონი პასუხობს, რომ ამ დროისათვის არავითარ პერსონალიებზე ლაპარაკი არ შეიძლება.