აქტუალური
სიმონ კოპაძე: "ის არის უფლისწული და ის პატრიარქმა მონათლა”

   საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის რექტორის სიმონ კოპაძის განცხადებით, ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტია კონსტიტუციური მონარქიის დაკანონებაა.

“არ არსებობს ქვეყანაში ტახტის რამდენიმე მეკვიდრე. ერთადერთი პრეტენდენტი და ვერავინ გაუწევს კონკურენციას გიორგი პატარას, რომელიც არის 5 წლის და 6 წლის ხდება, ის არის ნუგზარ და დავით ბაგრატიონის ერთის შვილი და მეორის შვილიშვილი. ის არის უფლისწული და ის პატრიარქმა მონათლა 2013 წლის ნოემბერში და ამაზე კამათი არ არის“, - ამბობს კოპაძე.