სამართალი
ამოღებულია ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი და პოლიციის ტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა საერთოდ არ ფიქსირდება - შს მინისტრი

   საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეში ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობას გამორიცხავს.

„ამ ვერსიას თეორიულადაც კი ვერ დავუშვებ. ამასთან, ჩვენ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოვიღეთ აფგან მუხთარლის მიერ ადვოკატისთვის დასახელებულ ლოკაციებზე და ყველა სავარაუდო მარშრუტზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, გამოვკითხეთ უამრავი პირი... დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პოლიციის ტანსაცმლიანი ადამიანის მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიებზე დროის მოცემულ მონაკვეთში საერთოდ არ ფიქსირდება", – აცხადებს მღებრიშვილი.