სამართალი
1 ივლისიდან ქულათა სისტემა ძალაში შედის

   საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ცვლილებები პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, რომელთა თანახმად, საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება. ასევე, მკაცრდება ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესები.

მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ.

ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციია მოცემული.