უცხოეთი
პუტინი ჯეიმს კომის პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა FBI-ის ყოფილი შეფის ჯეიმს კომის პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს, თუ მას პრობლემები შეექმნა აშშ-ს პრეზიდენტთან საუბრების ჩაწერის გამო. მისივე თქმით, თუ კომიმ მართლა ჩაწერა საუბრები და შემდეგ ისინი მედიაში გაავრცელა, მაშინ არაფრით განსხვავდება ედვარდ სნოუდენისგან.

ეს ნიშნავს, რომ ის უფლებადამცველია და არა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც კონკრეტულ პოზიციას იცავს. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ დევნა დაიწყო, ჩვენ მზად ვართ მასაც შევთავაზოთ პოლიტიკური თავშესაფარი. ეს მან უნდა იცოდეს“, - აცხადებს პუტინი.

მისი თქმით, დეტალურად არ გაცნობია კომის ჩვენებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მას რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მტკიცებულებები არ წარუდგენია.

რაც შეეხება ინფორმაციას, არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევაზე, პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის ამერიკული პროპაგანდა და მცდელობა საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ.