სამართალი
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების სტრუქტურულმა დანაყოფებმა ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი წვრთნა გამართეს.
ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
წვრთნის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების კონტროლის გააუმჯობესება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ასევე სუს-ის და შსს-ს შესაბამის დანაყოფებს შორის კოორდინაციის, შტაბების მუშაობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლება.