პოლიტიკა
"დღეს ვიწყებთ შენების მოძრაობას" - დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ახალი პარტიით ბრუნდება

   საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თანაპარტიელები, მათ შორის ნაცნობი და ახალი სახეები წარადგინა.

გვეყო ნგრევა, მტრობა, შუღლი, მორიგი ყველა ახალი ხელისუფლების მიერ ძველის მიერ შექმნილის განადგურება. ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ახალი პარტიის წევრებთან ერთად, დაგროვილ გამოცდილებას მოახმარს მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. 

ახალ პარტიაში სხვა ახალ სახეებთან ერთად იქნებიან ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა.

"ჩვენ კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელმაც არაერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში. ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.