რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ნებისმიერი დინიშნულების ქართული მიწა და წყალი არ უნდა გაიყიდოს არცერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, არც უცხოელზე და არც საქართველოს მოქალაქეზე!

   “დღეს საქართველოში ნარკომანები და პედერასტები ხელშეუხებელნი არიან!

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად, უკუნეთსა და თავსხმა-სეტყვაში რუსთაველის გამზირზე ათასობით  უღმერთო იყო გამოსული ანთებული მობილურებით, როგორც კუ-კლუქს-კლანი ჩირაღდნებით! ეს იყო სააკაშვილის ბუჩქებში გაკეთებული და “კოკა კოლაზე” გამოზრდილი, დაბოლილი დაკარგული თაობა!”

 ქართველები ერთადერთი ხალხია მსოფლიოში, რომელიც თავის მიწას ყოველთვის წყალთან ერთად ახსენებს: “ქართული მიწა-წყალი” - ვამბობთ სამშობლოზე და მის შვილებზე, რომლებიც ღვთისმშობლის წილხვედრ კურთხეულ საქართველოში გაიზარდნენ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქართული მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვა, ქართული მიწის დაცვის ჯგუფის (ლიდერი სანდრო ბრეგაძე) წყალობით, საქართველოს კონსტიტუციით აიკრძალება, მაგრამ ასევე აუცილებელია ქართული წყლის გაყიდვის აკრძალვა და აი, რატომ.

საქმე ისაა, რომ ქართულ მიწას ვერსად წაიღებ, ექსპორტზე ვერ გაიტან, უცხოელებისთვის მისი მიყიდვის აკრძალვის შემდეგ კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ, ადგილობრივ ცრუმაგიერ პირებზე მისი გაფორმებაა. ანდა გრძელვადიანი იჯარით აღება და საქართველოსთვის ზარალის მიყენება მისი წიაღიდან მოპოვებული სიმდიდრის საზღვარგარეთ გაყიდვით! მაგალითად - ქართული წყლის, რომლის საქართველოდან გატანა და ექსპორტი, მიწისგან განსხვავებით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს!

საქართველო თავისი წყლის რესურსით მსოფლიოში უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც, მდინარეებსა და ტბებს თუ არ ჩავთვლით, 277 მილიარდი დოლარის წყალქვეშა გრუნტის წყლების მარაგს ფლობს! რაც შეეხება სხვა სასარგებლო წიაღისეულს, საქართველო მდიდარია ოქროთი, მანგანუმით, ქვანახშირით, არის ნავთობიც, ხოლო ამერიკული კომპანია “ფრონტერა” ამტკიცებს, რომ ბუნებრივი აირის მარაგით საქართველო მსოფლიოს ბევრ უმდიდრეს ქვეყანას უსწრებს, რადგან მის წიაღში 800 მილიარდი დოლარის ბუნებრივი აირის მარაგი ინახება! ამიტომ წყალი საქართველოში ჩვენი ღარიბი მოსახლეობისთვის უფასო უნდა იყოს, შემდგომში კი - აირიც, როგორც შუა აზიის რესპუბლიკებშია. ხოლო თუ ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს, მის წიაღისეულს საქართველოს მოქალაქეებს თანაბრად გაუნაწილებენ, როგორც ნავთობს - არაბეთის საემიროებში, თითოეული ჩვენგანი არაბი შეიხივით მდიდარი იქნება!

აი, თურმე, რატომ “ვუყვარვართ” ასე ძალიან ამერიკელ და ევროპელ “მეგობრებს”! აი, თურმე, ნაბიჯითაც რატომ არ გვიშორებენ და ნატოს მთელი არმიით გვდარაჯობენ, რომ ქართველებმა, დასავლეთის გარდა,  ჩრდილოეთისკენაც არ გაიხედონ, როგორც მისი უკლებლივ ყველა მეზობელი - თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი იხედება, ჩვენს გუშინდელ მოქალაქეებზე - აფხაზებსა და ოსებზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

მთელი ქართული მიწა და წყალი მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს, მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის, ამიტომ, კონსტიტუციაში სათანადო ჩანაწერის გარდა, აუცილებელია, საქართველოსთვის ღვთისაგან ბოძებული ბუნებრივი სიმდიდრე სასწრაფოდ ჩამოერთვას შერეული კაპიტალის მქონე კერძო კომპანიებს!

მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: დაახლოებით 25 მილიონი წლის წინ, როდესაც კავკასიის ქედი წარმოიქმნა, საქართველოს ტერიტორიაზე სასწაული მოხდა - ვულკანური წარმოშობის სამკურნალო წყალი “ბორჯომი” აღმოცენდა. მაშ, რა უფლებით დაეპატრონა მას დღეს დრაკონი ხაზარაძე, მისი “ТВС ბანკი”, რომელთა გამო წყალი უკვე ბორჯომის პარკშიც კი გამოილია?! რატომ ვეღარ გაიგებენ ჩვენი შვილები ვეღარასოდეს პირდაპირ ვულკანური წიაღიდან ამოსული თბილი “ბორჯომის” თავისებურ, ბოთლებში ჩამოსხმულისგან აბსოლუტურად განსხვავებულ გემოს? განა რუსეთის იმპერატორმა, რომელიც ამ წყლით მკურნალობდა, ტყუილად ააშენა ბორჯომში, ლიკანსა და აბასთუმანში სანატორიუმები და სასახლეები, ეკლესიები და რკინიგზა?!

რაც შეეხება სასმელ წყალს, საქართველოს წიაღში მთელი წყალი სასმელია, თანაც - იმდენად მაღალხარისხიანი, რომ არ არსებობს მსოფლიოში სხვა წყალი, სომხურის გარდა, რომლის გაწმენდა თითქმის არანაირ დანახარჯს არ მოითხოვს! სასმელი წყლის მსოფლიო მარაგი, ნავთობის რესურსთან შედარებით, უმცირესია, ამიტომ უკვე დღეს ის ბენზინზე გაცილებით ძვირი ღირს, თუმცა ჩვენ საკუთარ წყალშიც ვიხდით ფულს და მათ ბენზინშიც, თანაც უფრო ძვირს!

იმ დროს კი, როდესაც წყლის საკუთარ უზარმაზარ რესურსს თვითონ ვერ ვიყენებთ და ყოველი კოკისპირული წვიმის შემდეგ ჩვენი ქალაქები და სოფლები წყლის ნაკადებით იტბორება, ქართულ წყალზე უკვე მყიდველების რიგი დგას! მინდა, შეგახსენოთ, რომ 2013 წელს დრაკონმა უსუფაშვილმა ჩვენი წყალი ირანს მიჰყიდა! თუ ჩემი არ გჯერათ, გუბაზ სანიკიძეს ჰკითხეთ, უსუფაშვილთან ერთად ისიც იყო ირანში მოლაპარაკებაზე. უსუფაშვილმა იქ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც უზარმაზარი დამშრალი ურმიის ტბა აივსება 35 მილიარდი კუბური მეტრი წყლით საქართველოდან (ვითომდა, მხოლოდ მტკვრიდან) და სომხეთიდან (სევანის ტბიდან). წყალს მაგისტრალური მილსადენით, წამში 60-80 კუბური მეტრის სიჩქარით გადაქაჩავენ სამი საქაჩი სადგურიდან, ამიტომ პროექტი 2 წელიწადში დამთავრდება. იმ დროისათვის უსუფაშვილი Forbes-ის რეიტინგში მოხვდება და ხაზარაძეზე მდიდარი იქნება, იმიტომ რომ ირანი მხოლოდ საწყის ეტაპზე მზადაა, 5 მილიარდი დოლარი გადაიხადოს! ამ თანხის “ატკატით” შუამავალი უსუფაშვილი არა მარტო ახალ პარტიას, არამედ ხაზარაძესავით ბანკსაც დააარსებს და ცოლის პატივსაცემად “TINA ბანკს” დაარქმევს!

ბოლოთქმა. არაათეისტებს ესმით, რომ მიწისძვრა და საშინელი კოკისპირული წვიმა სეტყვით, რომლებიც საქართველოში ერთმანეთს მოჰყვა 3 დღის ინტერვალით - 7 და 10 ივნისს - შემთხვევითობა კი არა, ზეციური გაფრთხილება იყო! თუმცა საგნებისა და სამყაროს მოვლენების საყოველთაო კავშირს დიალექტიკური მატერიალიზმიც აღიარებს.

ავკრძალოთ ქართული წყლის გაყიდვა, მისის სასმელი და არა სასმელი წყაროების, თუ არ გვინდა, შთამომავლები - წყურვილით სიკვდილისთვის, ქართული მიწა კი გვალვისაგან დასაღუპავად გავიმეტოთ!

ავკრძალოთ არა მარტო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, არამედ ნებისმიერი ქართული მიწის გაყიდვა, და არა მარტო უცხოელების, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც! ქართული მიწა და წყალი არ უნდა გაიყიდოს არავიზე, არცერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, იმიტომ რომ ისინი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის!

 როდესაც სანდრო ბრეგაძის ჯგუფი ქართულ მიწას იცავდა, სოციალურ ქსელებში სოლიდარობისკენ დაუსრულებელი მოწოდებების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე მხოლოდ 200 ქართველი გამოვიდა! 10 ივნისს კი, “ბირჟა მაფიის” ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად, უკუნეთსა და თავსხმა-სეტყვაში რუსთაველის გამზირზე ათასობით უღმერთო იყო გამოსული ანთებული მობილურებით, როგორც კუ-კლუქს-კლანი ჩირაღდნებით! ეს იყო სააკაშვილის ბუჩქებში გაკეთებული და “კოკა კოლაზე” გამოზრდილი, დაბოლილი დაკარგული თაობა!

შეშინებული პრემიერი კვირიკაშვილი მაშინვე გამოვიდა ტელევიზიით და პარლამენტს თხოვნით მიმართა - სასწრაფოდ მოახდინონ “ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაცია”, ვიცე-პრემიერმა კალაძემ კი ფეისბუქის საშუალებით თანამოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვა გაავრცელა და “დამნაშავე” პოლიციელების დასჯას და „შსს-ს რეფორმის გაგრძელებას“ დაჰპირდა. და აი, შს მინისტრმა, მღებრიშვილმა დაუყონებლივ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო-საპატრულო დანაყოფების ყველა პატრულ-ინსპექტორი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ეტაპობრივად გაივლიან სპეციალური გადამზადების კურსს“.

დიახაც, ნარკომანები და პედერასტები „ევროატლანტიკურ“ საქართველოში ხელშეუხებელნი არიან!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 19 ივნისი
საქართველო, თბილისი