უცხოეთი
საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. მინსკის ჯგუფის ამერიკის თანათავმჯდომარე რიჩარდ ჰოლანდმა არაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) პრეზიდენტ ბაკო სააკიანთან შეხვედრის დეტალები წარმოადგინა.
12 ივნისს სააკიანმა მიიღო ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რიჩარდ ჰოგლანდი (აშშ), იგორ პოპოვი (რფ), სტეფან ვისკონტი (საფრანგეთი), ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენელი ანჯეი კასპშიკი და მათი თანმხლები პირები.
„არცახპრესთან“ საუბარში რიჩარდ ჰოგლანდმა განაცხადა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა როგორც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკისა და საფინანსო სფეროს საკითხები. თავის მხრივ, იგორ პოპოვმა აღნიშნა, რომ მათი განცხადებები მიმართულია კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის აღმოფხვრისაკენ.