საზოგადოება
საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში გუშინ, 15 ივნისს ცენტრალური გუმბათიდან წყალი ჩამოვიდა. ამის შესახებ უკვე ეცნობა კომპანიას, რომელმაც ტაძრის გადახურვის სამუშაოები შეასრულა. გამოდარებისთანავე კომპანია დაზიანებულ სახურავს უსასყიდლოდ შეაკეთებს.
ვარძიაში კი აღდგენითი სამუშაოების მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომელსაც მთლიანად კერძო სექტორი დააფინანსებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების სპონსორ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის დაზიანებული ფრესკების აღდგენა შემოდგომაზე დასრულდება.