სამართალი
ომბუდსმენმა აშშ-ში ვიზიტისას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ილაპარაკა

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე მოუწია საუბარი შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს სახალხო დამცველს. დეტალებით ამერიკული მხარე დაინტერესდა. უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, კონგრესმენებს, გენშტაბის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„იყო არაერთი შეკითხვა, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ქვეყანაში. ძალიან საინტერესო დისკუსიები წარიმართა. მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და ამისთვის აშშ კვლავ გააგრძელებს მუშაობას“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.