სამართალი
საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კიშინიოვის ინტერპოლის მიერ ძებნილი, მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე ი.პ. დააკავეს.
ი.პ. დამნაშავედ არის ცნობილი მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტრეფიკინგს გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.