პოლიტიკა
ანა დოლიძე ვენეციის კომისიის წევრებს პრეზიდენტის პოზიციას პირადად გააცნობს

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი.  ვენეციის კომისიის პლენარულ სესიას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაესწრება. ანა დოლიძე უკვე გაემგზავრა ვენეციაში. ის ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდება და კომისიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის პოზიციას პირადად წარადგენს.

ანა დოლიძე ისაუბრებს ყველა იმ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელსაც აუცილებლად მიიჩნევს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ყურადღება გამახვილდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზეც.

"საკონსტიტუციო კომისიამ არ შექმნა ორპალატიანი პარლამენტი. იმ პირობებში, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიცია, დაუბალანსებელი ხდება ძალაუფლება პარლამენტში და ერთადერთი დამბალანსებელი რჩება სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტი", - განაცხადა ანა დოლიძემ.