აქტუალური
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მაქსიმალური მხარდაჭერა აღგვითქვა - ლევან იზორია

   საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ცვლილებები განიხილეს საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო ალიანსის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და ქართული სამხედრო კონტინგენტი ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობას კვლავ განაგრძობს.

„მინისტრმა აღგვითქვა მაქსიმალური მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რასაც თავდაცვის უწყებაში ვახორციელებთ. ასევე, მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვაგრძელებთ ერთად ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას. ასევე განვიხილეთ პერსპექტივები იმისა, რომ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობის ხარისხი“, - განაცხადა ლევან იზორიამ.