საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მთლიანად მზად არიან „ქვეყნის ოკუპირებული მიწების“ გასათავისუფლებლად“, – განაცხადა აზერბაიჯანის სამხედრო ძალების უფროსის მოადგილემ, გენერალ–ლეიტენანტმა ნიზამ ოსმანოვმა.
„გასული წლის აპრილში აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა, მოწინააღმდეგის პროვოკაციის აღკვეთისას, მასზე გამანადგურებელიი იერიში მიიტანეს“, – განაცხადა გენშტაბის მეთაურმა. მისი თქმით, ოთხდღიანმა საბრძოლო მოქმედებებმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გასული წლის აპრილში კიდევ ერთხელ მოახდინა აზერბაიჯანის არმიის სიძლიერის დემონსტრირება, იტყობინება trend.az.
„დღეს აპრილის ბრძოლების შედეგად გათავისუფლებულ ჩვენს ტერიტორიებზე აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. ამ ბრძოლებმა უჩვენა, რომ აზერბაიჯანელი ხალხი და სახელმწიფო არასოდეს შეეგუება აგრესიას და ნებისმიერ ფასად აღადგენს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ოსმანოვმა.