უცხოეთი
ჩვენი პასუხი ნატოს ქმედებებზე ბევრად იაფი დაჯდება - პუტინი

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორის ოლივერ სტოუნის ფილში „ინტერვიუ პუტინთან“ , რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ნატოს მოქმედებებზე ადეკვატურ პასუხს გასცემს.

რუსეთის ორი საფრთხე აქვს. პირველი – ნატო-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მეორე საფრთხე კი ისაა, რომ ანტისარაკეტო სისტემები შეიძლება რამდენიმე საათში გადაკეთდეს თავდასხმითი ფუნქციისთვის... ეს ჩვენი პარტნიორების უხეში სტრატეგიული შეცდომაა, რადგან ამაზე რუსეთს ადეკვატური პასუხი ექნება. ამასთან, ჩვენი პასუხი ბევრად იაფი დაჯდება, შეიძლება უფრო უხეში იყოს, მაგრამ ეფექტური. ჩვენ ამით შევინარჩუნებთ ე.წ. სტრატეგიულ ბალანსს,“- განაცხადა პუტინმა.