საზოგადოება
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მცხეთაში ახალი 100-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკა - „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი" ამოქმედდა. რეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია. კლინიკა დაკომპლექტებულია წამყვანი სპეციალისტებით და აღჭურვილია თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიებით. კლინიკაში დასაქმებულია 250-მდე ადამიანი.
სამედიცინო ცენტრში მუშაობს 24-საათიანი გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.