სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით . . თბილისში, ყაზბეგის გამზირზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ნაგანის ტიპის არარეგისტრირებული რევოლვერი, SAVZ 24-ის მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და სხვადასხვა კალიბრის 52 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.