სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნის ფაქტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ასურეთის სატყეო უბნის ტყის მცველი .. დააკავეს.

კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, დაკავებული  საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა ქვემო ქართლში, ასურეთის სატყეო უბნის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ ტყის ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოჭრაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 6000 ლარის გადახდა.