პოლიტიკა
საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს მადლენ ოლბრაიტს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არ არსებობს დიდი ან მცირე სახელმწიფოები და რომ საქართველო, თავისი მცირე ზომის მიუხედავად, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით ამერიკის დიდი პარტნიორია.
სამუშაო ვახშამს NDI-ს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.