აქტუალური
ოპოზიციას კალაძის რეიტინგი აშინებს - თალაკვაძე

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კახა კალაძე მუსიკოსებისათვის ნარკოტიკების ჩადების გამო გამწვეული პროტესტის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას შეეცადა.

კარგად გვახსოვს, 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, როცა ერთ-ერთ დელეგატს სწორედაც რომ ნარკოტიკი ჩაუდეს იმისთვის, რომ არჩევნების შედეგებზე მოეხდინათ გავლენა და ეს დელეგატი - ბატონი გობეჯიშვილი არჩევნების დამთავრების მერე გაათავისუფლეს. იმ მოვლენების ყველა მონაწილე ამის ორგანიზატორად სწორედ კახა კალაძეს მიიჩნევს. ასევე კარგად გვახოვს კალაძის ახლო და თბილი დამოკიდებულება ქურდულ სამყაროსთან. რად ღირს თუნდაც კანონიერი ქურდისრემენასაეროპორტიდან გაუჩინარების ისტორია. მას სახელმწიფოს საზღვარიც კი არ გადაუკვეთავს და კამერებმა დააფიქსირეს, რომ კანონიერი ქურდი სწორედ კალაძის ბიზნესპარტნიორმა გამოიყვანა. არც კორცხელი დაგვვიწყებია - კალაძის როლი იმ ძალადობრივი და ექსტრემისტული დაჯგუფების ორგანიზებაში”, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკს უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას კალაძის რეიტინგი აშინებს:

„კახი კალაძე არის თანამედროვე პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელმაც შრომით,  თავდაუზოგავი ვარჯიშით და მიზანსწრაფულობით მიაღწია წარმატებას ჯერ სპორტში და გახდა მსოფლიო ვარსკვლავი. დღეს ის არის თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უშუალო კომუნიკაცია ხალხთან. ის არის 13 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი გმირი. თქვენ გაღელვებთ მისი რეიტინგი, პოპულარობა და გაღელვებთ ის, რომ მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.