აქტუალური
"გამოძიება მიმდინარეობს" - პრემიერი მუხთარლის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულ წერილს პასუხობს

   საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე 24 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულ წერილზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გამოეხმაურა. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენთვის ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

24 ხელმომწერი ორგანიზაცია გიორგი კვირიკაშვილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტზე გამჭვირვალე გამოძიებისკენ და მკაფიო პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს.