საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა შეცდომა უწოდა აღმოსავლეთით ალიანსის არგაფართოების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების არარსებობას.
საბჭოთა კავშირის ექსპრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა გაკვირვება გამოთქვა მისი მისამართით რფ–ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის კრიტიკაზე თავის დროზე იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტის გაფორმების აუცილებლობას აღმოსავლეთით ნატოს გარანტირებულ არგაფართოებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება გორბაჩოვის „შეცდომას“, ყველა პირობებში მსგავსი საკითხის განხილვაც კი იურიდიულად შეუძლებელი იყო. 1991 წლის ივლისამდე არსებობდა ორი სამხედრო–პოლიტიკური ბლოკი – ნატო და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომლის წევრებმაც ეს საკითხი არ დააყენეს“, – აღნიშნა მიხაილ გორბაჩოვმა.
ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი კინორეჟისორის ოლივერ სტოუნის კითხვაზე პასუხისას საბჭოთა კავშირისა და ნატოს შეთანხმების შესახებ აღმოსავლეთით ნატოს არგაფართოების თაობაზე, აღნიშნა, რომ „ეს არ იყო დაფიქსირებული ქაღალდზე“ და ამას გორბაჩოვის შეცდომა უწოდა.
” ხშირად მესმის კრიტიკა ჩემს მიმართ, იმასთან დაკვშირებით, რომ ვნანობ საბჭოთა კავშირის დაშლას. აქ უმთავრესი ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, უცებ , ერთ ღამეში, 25 მილიონი რუსი ეროვნების ადამიანი აღმოჩნდა საზღვარგარეთ.
ეს მე-20-ე საუკუნის რეალურად უდიდესი კატასტროფაა.
ცხადია, ნათელი იყო, რომ ქვეყანა საჭიროებდა ცვლილებებს, მაგრამ მაშინ მათ არ იცოდნენ და არ ესმოდათ თუ რაში მდგომარეობდა ამ ცვლილებების არსი, და მათი განხორციელების გზები.
მაშინ, აშშ-ს მაღალჩინოსნებმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მიხაილ გორბაჩოვი მოატყუეს ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკვშირებით. სიტყვით, ყველანი ერთხმად აცხადებდნენ ამას, თუმც ქაღალდეზე ეს არ დაფიქსირებულა. გორბაჩოვმა ამას ყურადღება არ მიაქცია, ჩათვალა რომ სიტყვიერი შეთანხმება საკმარისი იქნებოდა, არადა, პოლიტიკას უყვარს ფიქსაცია: ხელმოწერილ დაპირებებსაც კი ხშირ შემთხვევებში უარყოფენ ხოლმე- ეს იყო გორბაჩოვის უმთავრესი შეცდომა”,- აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადმირ პუტინი ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში.