პოლიტიკა
მადლიერი ქართველი ქალები საქართველოს კურატორს NDI-დან მადლენ ოლბრაიტს პარლამენტში შეხვდნენ

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა, გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები იყო შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტს და NDI-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის გაიმართა.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო NDI-, რომელიც გვეხმარება ინსტიტუციურ გაძლიერებაში, გენდერული საბჭოს შესაძლებლობების გაზრდაში, საჯარო შეხვედრების ორგანიზებაში და ყველანაირად გვიჭერს მხარს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე და ამ მიმართულებით რამდენიმე მათგანი გამოჰყო: ერთ-ერთი დიდი მიღწევა არის ახალი პარაგრაფი, რომელიც დაემატა კონსტიტუციას და რომელშიც საუბარია ქალთა უფლებებზე. მნიშვნელოვანია ასევე სტამბულის კონვენციის მიღება, რომელიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისკენ და რომლის რატიფიცირება საქართველომ უკვე მოახდინა“, - აღნიშნა მან.

მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენგან. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო NDI- გაწეული წვლილისთვის და გენდერული საბჭოს მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

ამგვარი საბჭოს არსებობა საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს დემოკრატიის დიდი წარმატება და მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ.

ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ დიდმა პროგრესმა, რასაც თქვენ მოკლე დროში მიაღწიეთ. მისასალმებელია თქვენი სიმტკიცე და ძალისხმევა ღიაობის და პარტნიორობის თვალსაზრისით“, - განაცხადა NDI-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თომას დაშელმა.

საქინფორმის ინფორმაციით კი, NDI-ის მორიგი „კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია საქართველოში „რუსული პროპაგანდის“ არსებობის შესახებ შემთხვევით როდი დაემთხვა საქართველოში მისი დირექტორის – აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ვიზიტს, რომელმაც, გათვითცნობიერებული წყაროების ცნობით, კეისით ქეშად დიდი თანხა ჩამოიტანა დოლარებში – „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლის ახალი „კეისისთვის“ და დაურიგა ოთხ პარტნიორ ენ–ჯე–ოს–, ტელეკომპანია რუსთავი 2“–ს და რამდენიმე პარლამენტარს.