პოლიტიკა
თბილისში საინსპექციო შემოწმებით იმყოფება საქართველოს კურატორი NDI-დან მადლენ ოლბრაიტი, რომელმაც კეისით ქეში ჩამოიტანა (ვიდეო)

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა, გენდერული თანასწორობის საკითხები და ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები იყო შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს პარლამენტში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტს და NDI-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის გაიმართა (ვიდეო იხ. აქ).

პარლამენტი არის სწორედ ის სტრუქტურა, რომელიც უნდა ცდილობდეს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას საკანონმდებლო ორგანოში და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოხარულია, მხარი დაუჭიროს თქვენს მუშაობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ თქვენგან მოვისმინეთ პროგრესის შესახებ და მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს პროცესები მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას ყველა სფეროში. NDI მოხარულია, რომ ამ საბჭოს მუშაობას უჭერს მხარს,“ - განაცხადა NDI-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა ნენსი რუბინმა.

მადლენ ოლბრაიტმა შეაფასა გუშინდელი დღე და შეხვედრები საქართველოს პარლამენტში: ეს არის NDI- ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა. შესანიშნავია, რომ საქართველოში გვაქვს საბჭოს შეხვედრა და გვაქვს შესაძლებლობა, მოვისმინოთ, რა ხდება პარლამენტში. ჩვენ გვქონდა ოფიციალური შეხვედრები დღის განმავლობაში, რაც შესანიშნავია. მოველით ჩვენი ვიზიტის გაგრძელებას“, - განაცხადა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტისა და ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრების ვიზიტი საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საქართველოში NDI-ს საქმიანობაზე დაკვირვებას და საქართველოსა და დასავლეთს შორის ტრანსატლანტიკური ურთიერთობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.

საქინფორმის ინფორმაციით კი, NDI-ის მორიგი „კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია საქართველოში „რუსული პროპაგანდის“ არსებობის შესახებ შემთხვევით როდი დაემთხვა საქართველოში მისი დირექტორის – აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ვიზიტს, რომელმაც, გათვითცნობიერებული წყაროების ცნობით, კეისით ქეშად დიდი თანხა ჩამოიტანა დოლარებში – „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლის ახალი „კეისისთვის“ და დაურიგა ოთხ პარტნიორ ენ–ჯე–ოს–, ტელეკომპანია რუსთავი 2“–ს და რამდენიმე პარლამენტარს.