უცხოეთი
პოროშენკომ გეორგიევსკის ლენტი აკრძალა

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, გეორგიევსკის ლენტის უკრაინის ტერიტორიაზე დამზადებისა და პროპაგნადის აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს "უკრაინის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომელიც შეეხება გეორგიევსკის (გვარდიის) ლენტის უკრაინის ტერიტორიაზე დამზადებისა და პროპაგნადის აკრძალვის შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში. 

კანონის დარღვევისთვის, ჯარიმები 850-დან 2250 ათას გრივნამდე (32-97 დოლარი) იმერყევებს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 5,1 ათას გრივნამდე გაიზრდება (190 დოლარი) ან 15 საათი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნება. 

გეორგიევსკის ლენტის გამოყენება, დემონსტრაცია, ტარება, ასევე მისი დარიგება/გავრცელება მასობრივ ღონისძიებებზე უკრაინაში პროპაგანდად მიიჩნევა. ასევე მისი დატანა პლაკატებზე, პოსტერებზე, ტანსაცმელზე, ავტომობილებსა და სხვადასხვა ნივთებზე.