საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ტელეარხ Showtime-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვა ჩეჩნეთში "ბოევიკებს" რუსეთში დესტაბილიზაციისთვის მხარს უჭერდა:
"როდესაც ჩვენთან ჩეჩნეთში, ჩრდილო კავკასიაში, პრობლემები დაიწყო, სამწუხაროდ, ამერიკელებმა ამ პრცესს მხარი დაუჭირეს. ჩვენთან მაშინ ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მყარი მოსაზრება, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები სიტყვით მხარს უჭერდნენ რუსეთს, რომ აუცილებელი იყო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა, საქმით კი ამ ტეროროსტებს რუსეთის შიდა პოლიტიკური სიტუაციის არევისთვის იყენებდნენ." განაცხადა პუტინმა ოლივერ სთოუნთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, მაშინ მან პრეზიდენტ ბუშს სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამერიკის დაზვერვის იმ წარმომადგენლების გვარები დაუსახელა, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში მუშაობდნენ. პუტინი ამბობს, რომ ბუშის რეაქცია ნეგატიური იყო და უთრხა, რომ ის ამ საქმეში გაერკვეოდა.
რეჟისორ ოლივერ სთოუნის ფილმი "ინტერვიუ პუტინთან" Showtime-ის ეთერში 18 ივნისს გამოვიდა.