საზოგადოება
წიკლაურების მრავალშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

bina-xandzariდედოფლისწყაროს რაიონის სოფელ წითელწყაროში, წიკლაურების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის ლოკალიზება დაგვიანებული შეტყობინების გამო ვერ მოხერხდა და სახლი მთლიანად დაიწვა. წიკლაურების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ფენას განეკუთვნება, უბედური შემთხვევის შემდეგ კი ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ.

რადიო „ჰერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკრებულოში განაცხადეს, რომ 2011 წლის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პაკეტში ცვლილება   შევიდა, რომლის მიხედვითაც ხანძრითა და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებულ   ოჯახებს   ბინის ქირის საფასურს   ბიუჯეტი   გადაუხდის. „სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება   წიკლაურების ბინით უზრუნველყოფა. ხანძრით დაზარალებულებს   საქველმოქმედო ფონდი „ნუგეშიც“ დაეხმარება“, - განაცხადეს საკრებულოს პრეს-სამსახურში.