სამართალი
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა - ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. მოკლული დედა-შვილი, 31 და 66 წლის ქალბატონები სოფელ ტახტისძირში მარტო ცხოვრობდნენ. მკვლელობა, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, კვირას ღამით მოხდა. მოკლულების ცხედრები მეზობლებმა გუშინ დილით აღმოაჩინეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ორივე გარდაცვლილს ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. მათივე ინფორმაციით, დედა-შვილი ორი დღის განმავლობაში იყვნენ გაუჩინარებული, რის გამოც მეზობლებმა სახლში შესვლა გადაწყვიტეს. ისინი მკვლელობის ვერსიებზე ვერაფერს ამბობენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ეჭვმიტანილები, ჯერჯერობით უცნობია.