სამართალი
შსს-მ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა (ვიდეო)

   საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა .., .., .. და .. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს (ვიდეო იხ. აქ).

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ. ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. - თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.