უცხოეთი
სტოუნი: ამერიკის არცერთ პრეზიდენტს ისე არ უმუშავია, როგორც პუტინს

   საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი შთაბეჭდილების ქვეშაა იმით, თუ როგორ იცავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქვეყნის ინტერესებს. ამის შესახებ კინემატოგრაფისტმა გაზეთ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ის რუსეთის ჭეშმარიტი შვილია. აღფრთოვანებული ვარ მისი დისციპლინირებულობით, მისი გამძლეობით, უნარით, შეასრულოს თავისი სამუშაო 16 წლის განმავლობაში. რამდენადაც ვიცი, ამერიკის არცერთ პრეზიდენტს ასე არ უმუშავია“, – განაცხადა რეჟისორმა, რომლის აზრითაც, რუსეთის პრეზიდენტი სამუშაოსადმი თავისი ერთგულებით ჯიმი კარტერს წააგავს, რომელიც აშშ–ს 1977–1981 წლებში მეთაურობდა.

ოლივერ სტოუნის ოთხსერიიანი ფილმი „ინტერვიუ პუტინთან“ ეთერში 12–15 ივნისს გავა.