უცხოეთი
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, ცენტრისტულმა პარტიამ წინ რესპუბლიკა თავის მოკავშირე დემოკრატიულ მოძრაობასთან ერთად, ხმების 32 პროცენტზე მეტი მოაგროვა.
მეორე და მესამე ადგილებზე კი, რესპუბლიკელები და ნაციონალური ფრონტი გავიდნენ.
ამ მონაცემების თანახმად, პრეზიდენტ მაკრონის პარტია 577 ადგილიან პარლამენტში, სავარაუდოდ, 445 მანდატს მიიღებს.
არჩევნების საბოლოო შედეგები მეორე ტურის შემდეგ გაირკვევა, რომელიც საფრანგეთში მომავალ კვირას გაიმართება.