უცხოეთი
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. პუერტო რიკოს მოსახლეობას შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა სურს. ამ საკითხს რეფერენდუმზე მხარი ამომრჩევლის 97-მა პროცენტმა დაუჭირა, თუმცა აქტივობა მხოლოდ 23% იყო.
შედეგების თანახმად, პუერტო რიკოს მოსახლეობა შეერთებული შტატების კონგრესს სთხოვს, კუნძული ამერიკის 51-ე შტატად გამოაცხადოს.
ამ ეტაპზე პუერტო რიკო შეერთებულ შტატებთან ასოცირებული სახელმწიფოა. ქვეყანამ საგარეო ვალის გამო, ბოლო ორი წლის განმავლობაში დეფოლტი უკვე ორჯერ გამოაცხადა.