საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, უკიდურესად ღარიბთა რიცხვი საქართველოში, 2010 წლიდან მოყოლებული, კლების ტენდენციისკენ მიდიოდა. თუმცა, 2016 წელს მონაცემებმა მატება დაიწყო.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ყირგიზეთს, სომხეთს, მაკედონიას, მოლდოვასა და თურქეთს.
გლობალური შიმშილის ინდექსშიც საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. ქვეყანა თავისი მაჩვენებლით უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას და რუსეთს.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, ფაქტობრივად, ყოველი მეორე ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
ყველაზე კარგი მდგომარეობა თბილისშია. დედაქალაქში, დაახლოებით, ყოველი მეხუთე ადამიანია შიმშილის ზღვარზე.
ექსპერტები განმარტავენ, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც ვითარებამ გაუარესება დაიწყო, მთავრობაა.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, ინფლაცია და ბაზარზე ფასების მატებაა.