სამართალი
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა გ.ა. და ნ.ი. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ გ.ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.