აქტუალური
საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე „ინტერ-რაოსთან“ დავაში საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებს.
“ინტერ-რაოს“ „თელასში" ინვესტიცია არ განუხორციელებია და 2016 წელს მოსალოდნელზე მეტი დივიდენდი მიიღო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია? ძლიერი პოზიცია გვაქვს და ვიმედოვნებ, მის დაცვას შევძლებთ", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
რუსულმა ენერგოკომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოს მთავრობასთან ტარიფებზე დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ენერგოკომპანია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასა და ვალუტის დევალვაციის გამო მიყენებული ზარალის კომპენსაციას ითხოვს.
გამოცემა წერს, რომ ლაპარაკია 125 მილიონ დოლარზე.