პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: “განგებისგან მხსენილის მოვლინების მოლოდინში”

   დღევანდელობა ხვალ ისტორიად იქცევა და მომავალი ისეთი გულისტკივილით წაიკითხავს ამჟამინდელი ყოფის შესახებ, როგორც ჩვენ გვზარავს გარნისის ბრძოლის მსგავსი ეგოიზმით, შურით, მომხვეჭელობით, კარიერიზმით, ღალატით დაავადებულ დაუნდობელ უგნურთა მიერ საქართველოსთვის მიყენებული ჭრილობების გახსენება.

წარსულის მუხთლობის ეხო ისტორიის გახუნებულ ფურცლებში არ ჩერდება, ცოფიანი ძაღლის გაავებული ყმუილით გვიტევს და გვაშფოთებს  საქართველოს მოსპობის და ქართველთა გადაგვარება-გადაჯიშების პერსპექტივით.

როცა კაცს საკუთარი ხალხის ერთგულება და სიყვარული არ გააჩნია, ყველაფერს მომხვეჭელობის თვალით უყურებს. ის მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ადამიანს. ამგვარი არსება ვერავის შეიყვარებს, ვერც უერთგულებს, რამეთუ ეგოისტის გაუმაძღრობაშეყრილს პირველ რიგში საამაყო ადამიანური სპეტაკი გრძნობები უქრება, რომლის ბინძური არსებობით ყოფას დედამიწის მკვიდრი არცერთი ცხოველი არ იკადრებდა.

იფიქრებდა კი დამოუკიდებლობით გულანთებული ქართველობა, რომ ლაღი და ბედნიერი ცხოვრების იმედით საშინელი გოლგოთის გზაზე შედგომის კარს აღებდა, სადაც გაუსაძლისი გაჭირვების, ქართველთა დამცირების და საქართველოდან გაფრთხობის, მისი სიამაყის შემლახველი, მორალური და ზნეობრივი დაკნინების, გადაგვარება-გადაჯიშების და ბოლოს მოსპობის ურჩხულის ყბა უცდიდა.

დუღდა ეროვნული მოძრაობა, რომელშიც ცხიმიანი და თბილი ადგილის მაძიებელი, ყოველგვარი მუხთლობის მკადრებელი, დემაგოგი, ყბედი, ზერელე, დილეტანტი ავანტიურისტი მიძვრებოდა და მრავალი ანტიეროვნული, ერის ფურუნკული პარტია იჩეკებოდა. სწორედ ეს ნაგავია ქართული პოლიტიკური სამზარეულოს ყველა კერძში ჭარბად მოხვედრით ასე რომ წამლავს ყველაწმინდას. ღალატით, გარყვნილებით, უსირცხვილობით უნდათ სათაყვანო ქართული ყოფის დასვრა და მისი გადაჯიშების არარაობაში შეტყუება.

ინფორმაციის, აგიტაცია-პროპაგანდის საშუალებებზე ბატონობის პირობებში სამარცხვინო, დემაგოგიური ყბედობით ცდილობენ ალგეთის ლეკვებად შობილი, ამაყი ქართველების ცხვრის ფარად გადაქცევას, ,,სტრატეგიულ პარტნიორად“ წოდებულ ურჩხულს როცა სურს, მაშინ რომ გაირეკავს საყასბოში.

ქართველი ერის მიერ სისხლით და ცრემლით მორწყულ გზაზე ყველაზე უმძიმესი განსაცდელის ჟამს განგებამ ხსნად დავით აღმაშენებელი მოუვლინა. შემოიფერთხა მტაცებელთა ხროვა და საქართველო არნახულ ძლიერებამდე აამაღლა; დღეს ასე  უდიერად რომ ექცევიან მის ხსოვნას, თბილისიდან გაზევებულს, ალბათ, დიღომშც აღარ გააჩერებენ. დიდგორის ომში გამარჯვების ზეიმი კი არა, თურქების საამებლად ილ ღაზს დიდგორში ძეგლი რომ დაუდგან, ამათგან გასაკვირი არ იქნება.

შეშფოთდნენ, თურქეთში პრემიერის მიღების დროს საქართველოს დროშა როგორ არ გამოფინესო. სად აქვს საქართველოს დროშა?! ტრამპლიერების ხუთჯვრიანი დროშა, ჯვაროსნული ლაშქრობების სიმბოლო, საიდან არი ქართული?! ცენტრში დიდი და ოთხივე მხარეს ჯვრები რას ნიშნავს? ფაშისტებსაც ჰქონდათ თავიანთი სვასტიკიანი დროშა და მისი საფუძვლიანი განმარტება. წარმოიდგინეთ დღევანდელი გერმანიის სახე ეს დროშა რომ შეენარჩუნებინათ... მათ ნაგავზე აღმოცენებულმა ნაციონალებმა შეიძლება არც იციან დროშაზე ამდენი ჯვრების მომრავლება რას ნიშნავს, თუ კიდევ იციან, აფერუმ მათ მუხთლობას, მუსლიმანურ სამყაროს გამომწვევად რომ უფრიალებენ. როგორც ხარს წითელ მატერიას; მათი მომდევნო ხელისუფლებაც ასე იწონებს თავს ევროკავშირის და ჯვაროსნების დროშების ფრიალით.

ქართულ მდიდარ ეროვნულ სიმბოლიკას რა სჭირს საიმისო, რომ ევროკავშირში და ნატო-ში შესვლის მათხოვრობას დაამსგავსეს ევროკავშირის და მათ მიერ გამოწუნებული ხუთჯვრიანი დროშის იჯარით აღება?!

ფარეხში შიმშლით აბღავლებულ ცხვარს ტომარაში აჩხავლებულ კატას რომ დაუკიდებს მეცხვარე ასე გაოცებულები შეჰყურბენ ამ ევროატლანტიკური გადაგვარების სიმბოლიკას. ის კი ავიწყდებათ, რომ ქართველი ხალხი ცხვარი არ არის და ამ ტომარაში მათ მოუწევთ აჩხავლება, ვინც ხალხს კი არა, უცხოეთის ინტერესებს ასე ვერაგულად ემსახურება.

გაზულუქებულ ბღენძთა ასეთი საქციელი რატომ უნდა გაგვიკვირდეს, როცა მაღალ სკამზე წამოსკუპებული მათგანი აცხადებს, ჩემ შილს სამშობლოს სიყვარულს არ ვასწავლი, თვითონ უნდა აირჩიოს თავის საკეთილდღეოდ საცხოვრებელი ქვეყანაო. შვილი კი ტელევიზიის ეკრანიდან იბღვირება, მე საქართველო არ მიყვარსო. ამერიკის ელჩის პარპაში აღარ ყოფნით და საქართველოს მისი ბაზებით დაბინძურებას ითხოვენ, როგორც თბილისის ახლოს ბაქტერიული ავანტიურის ლაბორატორია აქვთ. თუ იქიდან საშინელმა უბედურებამ გამოჟონა, ამერიკას არაფერი დაუშავდება; სახარჯოდ მათ საცეცებში მოფართხალე საქართველო ეგულებათ.

ჩვენ სიტყვის თავისუფლების ქვეყანაში მხოლოდ ევროატლანტიკურ ,,სამოთხეზე“ ქადაგებაა დაშვებული, საწინააღმდეგო აზრისთვის ინფორმაციის ყველა საშუალება დაკეტილია. თუ რამე სასიკეთო ითქვა, რომელიც ქართველთა დაკნინების ევროპულ რეკომენდაციებში არ ჯდება, რუსულ პროპაგანდად ითვლება, რომლის კანონით აკრძალვას ასე გაავებით ითხოვს დასავლეთის დემოკრატიის სიყალბენაყლაპი, ქვეყანაში სარეველად მოდებული, ევროატლანტიკური ჭიაღუა. ვინც რამის თქმას მაინც გაბედავს, ისე ესხმიან თავს, როგორც ინდაურების სიმრავლე თამამად აყივლებულ მამალს. ინდაური კი მარტო ინდაურად ვარგა, თორე ადამიანის გაინდაურება, თანაც ქვეყნის სადავეებთან გაფხორვა დროებითია და უკეთეს შემთხვევაში, გამწარებული ხალხის მიერ გაპუტვის შემდეგ, მისი ადგილი საინდაურეა მხოლოდ.

რუსული პროპაგანდაა ქართული მიწების უცხოელებზე მიყიდვის; პენსიონერთა შიმშილით ამოწყვეტის; ბიუჯეტის თანხებით კოჭაობის; ვიღაც, უცხოელ, გადაკრუხებულ მომღერლებისთვის მილიონების მიჩუქების და ქრთველი მწერლების აბუჩად აგდების; სქესობრივი გაუკუღმართების, პედერასტების გაპაპაჯორების, მათი აღვირახსნილი პარპაშის და სამარცხვინო აღლუმის მოწყობის წინააღმდეგ ხმის ამოღება და მარლთმადიდებლური უკეთილშობილესი რწმენის შესალახად აყიყინებულ გარყვნილთა წინააღმდეგ გაბრძოლება? ან იქნებ ამერიკელებთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ბოდვის მიეთ-მოეთზე მწარე გაღიმება; დავით აღმაშენებლის ძეგლის თავის ღირსეულ ადგილზე დაბრუნება და სამამულო ომში დაღუპულ ღიმილის ბიჭების ობელისკების ვანდალურად დამაქცევართა პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნა; მეცნიერების, კულტურის, მთლიანად სახალხო მეურნეობის და ქართველთა გამრავლება, გაძლიერების რუსეთთან მეგობრობის დონეზე აყვანის სურვილი? მარტო გარყვნილების, ნეოფაშისტური ბოროტების პროპაგანდაა დასაშვები? უხსენებელის წიწილასავით ამოსაძრომად თავი რომ ამოუყვია ევროპის ნაგავსაყრელის სიბინძურიდან; უკრაინასა და ბალტიისპირეთში კი გვარიანად ანთხევს კაცთმოძულეთა ბოროტების ღვარძლს.

რუსეთის სიძულვილი და მისი სიმდიდრეების დატაცების სურვილი ნაპოლეონს და ჰიტლერს რად ექცათ, მსოფლიომ იცის. ახლა ევროპელ გაზულუქებულ ლიბერასტებს შეყრიათ მსგავსი ყალბი ძლიერების ბაცილა ყოველგვარი სქესობრივი გარყვნილების და ცრუდემოკრატიის დაცვის საბაბით, ისტორიის გაკვეთილებზე ამნეზიაშეყრილები ბოროტად როკავენ რუსეთის საზღვრებთან. ის კი თანდათან მხრებში იმართბა და მარლთმადიდებლური სიწმინდეების დამცველი ევროამერიკულ სქესობრივ გარყვნილებას რუსეთში ცხვირს არ აყოფინებს.

რამდენიც უნდა მოიხვეჭონ, უზნეობა და გარყვნილება აბარტყონ მილიონერთა და ,,ბინდელობერგის კლუბის“ მილიარდერთა ბოროტი ხრიკები ისე ვერ შეაჩერებს კაცობრიობის სოციალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას, როგორც ბატონყმობის გადავარდნას მის მუდმივად არსებობაზე ლუარსაბ თათქარიძის ლაქლაქი.

საბჭოთა კავშირში კი სტალიის სიკვდილის და ბერიას წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების შემდეგ სოციალიზმის დამახინჯება, გარყვნა და გადაგვარება სტალინის ცილისწამების და ლანძღვის ფონზე მიმდინარეობდა, კომუნისტთა უთაო თავკაცების უნიჭო და ყეყეჩი საქმიანობით გადაგვარებული სოციალიზმი კი კრეტინ გორბაჩოვს შემოეხარჯა.

წლები გადის. ნაციონალების ქვეყნის და ერის ღალატით გაჯერებული და უცხოელ მფარველთა საამებელი ავანტიურის ნაყოფი ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობა ღრუბელვით იბერება და ისედაც სულშეხუთულ საქართველოს ჩიყვის ამოსაჭრელ სიმსივნესავით ახრჩობს. უცხოტომელებით ივსება ქართველთა ნაფერები კარმიდამო. ქართული სახელმწიფოებრიობის, ერის და ბერის ყველაზე უპირველესი საზრუნავი, ქართველთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება და ქვეყნის მთლიანობის აღდგენის ყოველგვარი შესაძლებლობით მიღწევის მცდელობა ძილის წინ ბაბოს მიერ მოყოლილ ზღაპარს დაამსგავსეს.

ღირსეულ მამულიშვილთა უკურნებელ გულისტკივილად ქცეულა საცხოვრებელი ადგილებიდან აწიოკებულ ლტოლვილთა მოთქმა, რაც უპირველესად უცხოელთა ლაქია ქართველ მუხთალთა დამსახურებაა. რამდენს წაართვეს ნაფერები ცხოვრება; ოჯახები მოსპეს; მილიონობით ქართველი უცხოეთში ცრემლით და გოდებით ლუკმა პურის მომპოებლად აქციეს; ქართული მიწების გაყიდვაზე კი სამარცხვინო გაწევ-გამოწევაა გამართული.

განა ის, ვინც ქართულ მიწებს ყიდის და საქართველოს მოქალაქეობას ურიგებს იმათ, დედაბუდრიანად რომ მოდიან და სამუდამოდ მკვიდრდებიან სამშობლოს უხსენებელთავიანი  მოღალატე არ არის?! შაჰ აბასიც ცდილობდა საქართველოდან ქართველთა გასახლებას და უცხოტომელების ჩამოთესლებას. ეს პროცესი ბრძოლის და საშინელი სისხლის ღვრის დაუნდობლობით მიმდინარეობდა. ქართველობა თავდადებით ებრძოდა ველურ გაბოროტებას და დიდი მსხვერპლის ფასად ასუფთავებდა მის მიწას შემოჭრილი უწმინდურებისგან.

დღეს ცივილიზებული ცხოვრების ილუზიაში მუხთლობა, ღალატი, თვალთმაქცობა, სიცრუე, გარყვნილება და ათასი სიბინძურე სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვის დემაგოგიური ყბედობით ინიღბება. უსმენ მიწების გაყიდვის აუცილებლობას როგორი გაუთავებელი ლაქლაქით ასაბუთებენ და უცხოეთის ლაქია, ნამუსგარეცხილი, პირდორბლიანი მოღალატე წარმოგიდგება თვალწინ. დღევანდელობას შაჰ აბასის აშკარა ძალადობრივი აგრესია არ სჭირდება, ამას თვითონ ჩრდილდაკარგული, ერისკაცების ნიღბის მატარებელი, ლიბერასტი, ევროატლანტიკური რეკომენდაციების გოშიას ერთგულებით შემსრულებელი ქართველთმოძულე კარიერისტი ბღენძები იოლად ახერხებენ, გაუსაძლისი ცხოვრების პირობებში, ქართველთა საქართველოდან გაფრთხობით, უამრავ უცხოტომელთა ქართულ მიწაზე ჩამოთესლებით ევროკავშირიდან თავზე ხელის გადასმის და ლუკმის მიგდების დამსახურების სურვილით.

ჩვენი ყოფა მარიონეტების თეატრის წარმოდგენას ჰგავს, სადაც ამერიკის ელჩის თითზე გამობმულ კუკლას დამოუკიდებელი საქართველო ჰქვია. ასე დაკნინებულ-დაბეჩავებულები  კუდს ვუქიცინებთ ევროპარლამენტს; სტრასბურგის სასამართლოს ხომ შიშის მთქნარებით შევყურებთ; ნატო-ს ვეღრიჭებით გოშიას ტიპის მყეფარად მიგვიღოს; ვენეციის კომისიის ნებართვის გარეშე საბალახოდ ძროხას ვერ გააგდებ; კოღოსავით მომრავლებულ არასამთავრობოების შიშით ხარაბუზას ვერ აუქშევ მისი კბენით შეწუხებულ სახედარს.

სასაცილოა, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლება საამაყოდ აცხადებს, საქართველო ნატოსკენ მიისწრაფისო. როდის ჰკითხეს, საით მიისწრაფის ქართველი ხალხი?! ბაღდადის ბუზივით დასეულ, მუხთალთა მიერ საქართველოს მოქალაქეებად ნაკურთხი უცხოელების იმედით ხომ არ ამბობენ ამას და იქნებ ქართველთა აზრი აღარ აინტერესებთ?

ამერიკის ელჩის თითის გაქნევაზე საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ თავკაცთა რუსეთის გამაღზიანებელ განცხადებაზე ცხინვალიდან მავთულხლართები მოცოცავს. მერე რა, ევროატლანტიკური ,,თანამეგობრობა“ ხომ საქართველოს ერთიანობას აღიარებს. ისე კი, უნდა იჩქარონ, სანამ საქართველო სულ არ შემოუღობიათ, მისი მიწების გაყიდვა და უცხოელებით დასახლება მოასწრონ.

ყველაფერში ორიგინალურები რომ ვართ, ისეთი ჩახლართული ქვეყნის მართვის სისტემაც გაგვაჩნია. გვყავს პრეზიდენტი ვეტოქექია, არაფერი რომ ეკითხება, არც არაფერს აკეთებს და თავის მუშაობაზე ანგარიშს პარლამენტს აბარებს. მთავრობაც გვყავს და მილიონერებით გაძეძგილი პარლამენტი. სახალხო დამცველად წოდებული არასამთავრობოების, არახალხის და სხვა უკუღმართთა დამცველიც; ეს გამოღმა, გაღმა ზის ამერიკის ელჩად წოდებული სპრუტი; გამოღმა კი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაათრევს ასწლიან ხეებს. სცენაზე მხოლოდ პრეჟგამობმული მარიონეტი ხელისუფლებაა, რომელსაც ევროატლანტიკური გემოვნებით არჩევენ,რაც მათ ქართველთა სასიცოცხლო ინტერესებთან შენიღბული შერკინებით დაიმსახურეს. მარტო ერთმა - ღარიბაშვილმა გაუცრუათ იმედები, ამერიკელთა აღვირაწყვეტილი კერპის, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან უცებ მოძრობით. ახლა ყველას გასაგონად გამოაცხადა, ოჯახი მხოლოდ მამაკაცის და ქალის ერთობააო; ამით ევროატლანტიკური ყველა სიბინძურე გამორიცხა, ამერიკელთა მიერ მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნის პირობებში.

გაბრაზდა ელჩად წოდებული, მარიონეტთა თეატრის მთავარი რეჟისორი. პრემიერის ჩაბარებული ანგარიშიდან მისი მუშაობა წარმატებულად რომ შეფასდა, გადადგომაზე განცხადება დააწერინეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ამერიკელი მექოთნის მიერ ქართულ ხელისუფლებად წოდებულ ქოთანზე ყურის წაღმა-უკუღმა შებმის შესაძლებლობა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა წარსულის ყველაზე მძიმე განსაცდელს გაახუნებს. ამ პირობებში დროის ბორბალი ქართველთა სასიკეთოდ არ ბრუნავს. არავინ იცის, განგება მეორედ მოგვივლენს თუ არა დავით აღმაშენებლის მსგავს მხსნელს. ხელები გაატოკე და გეშველებაო, ბრძანა უფალმა. ქართველ ხალხს კი უფლის ამ რჩევის ერთგულება ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც თან ახლავს თავგანწირული ბრძოლით გამარჯვების იმედად.