საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. თვითგამოცხადებული სამხრეთოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეხვედრაზე მიიწვია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი.
შეხვედრას ასევე დაესწრო სამხრეთოსეთის თავმჯდომარე ერიკ პუხაევი, საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი და რუსეთის ფედერაციის СНГ–ს სოციალ–ეკონოკური თანამშრომლობის თავგამოცხადებული აბხაზეთისა და სამხრეთოსეთის რესპუბლიკების უფროსის მოადგილე, დენის ტრავინი, იმავე დეპარტამენტის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მართვის მრჩეველი ალექსეი ფილატოვი.
ანატოლი ბიბილოვმა გამოხატა ღრმა მადლიერება ვლადისლავ სუროკოვის მიმართ სამხრეთოსეთის საკითხებთან ყურადღების გამოხატვის გამო. „რამდენიმე წლის მანძილზე თქვენ დაკავებული იყავით უშუალოდ სამხრეთოსეთის პრობლემების მოგვარებით“, – განაცხადა ბიბილოვმა. – და ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, რომ მას აქეთ, რაც თქვენ კურირებთ ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესებსა და ეკონომიკის განვითარების საკითხებს, ჩვენ დავინახეთ აშკარა რეზულტატი. მე მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, რომელსაც თქვენ უთმობთ ჩვენს სამხრეთ აბხაზეთის რესპუბლიკას. ყველაფერი ეს ეხება, როგორც ინტეგრაციის, ისე თანამშრომლობის ხელშეკრულების რეალიზაციასაც. რაც ჯერ კიდევ სტაბილურად მიმდინარეობს. მათ შორის ის დამატებითი ხელშეკრულებები, რომელბიც დადგინდა ამავე შეთანხმებით, მალევე რეალიზდება“
ვლადისლავ სურკოვმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს თბილი სტუმართმოყვარეობისთვის და გამოხატა თანადგომა რესპუბლიკის გეგმების განვითარებასთან დაკავშირებით. „თქვენ განიზრახავთ კორექტივების შეტანას რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებაში, ინტეგრაციაში რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებრივი განვითარების საქმიანობაში და მე მსურს გამოვთქვა აზრი, რომ ჩვენ გახსნილი ვართ დიალოგისთვის, მზად ვართ განვიხილოთ ინოვაციები და გაგიზიაროთ ჩვენი შეხედულებები. ვფიქრობ, ჩვენი ხელშეწყობა არ შეჩერდება, ვინაიდან თანამოაზრეები ვართ“, – განაცხადა სურკოვმა.