პუბლიკაციები
საქართველოს პატრიარქის ილია მეორის დაცვის წევრები გაათავისუფლეს

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ილია მეორის დაცვას წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა, ახალი კადრებით ჩანაცვლდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას პატრიარქის დაცვის წევრების გათავისუფლებას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გათავისუფლებულია მხოლოდ მათი ნაწილი.

შეგახსნებთ, რომ გასულ კვირას პატრიარქის დაცვის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა, რომელმაც პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზურაბ ბუჩუკური შეცვალა.

ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტს აღარ იკავებს. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.