პუბლიკაციები
მოკრივე ავთანდილ ხურციძე, WBO International-ის მსოფლიო ჩემპიონი საშუალო წონაში, იმ 33 პირს შორისაა, რომლებსაც ნიუ-იორკის პროკურატურამ ორი დღის წინ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა.

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, რომელიც აშშ-ში დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს, სასამართლომ ორთვიან პატიმრობაში დატოვა, წერია ხურციძის ფეისბუქგვერდზე განთავსებულ განცხადებაში. 

მოკრივე ავთანდილ ხურციძე, WBO International-ის მსოფლიო ჩემპიონი საშუალო წონაში, იმ 33 პირს შორისაა, რომლებსაც ნიუ-იორკის პროკურატურამ ორი დღის წინ დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდება წაუყენა. „დღეს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა (რამდენიმე კვირაში გადაიხედება). უახლოეს ინფორმაციას მოგაწვდით“, — ნათქვამია სოციალურ ქსელში.
მანამდე თავად ხურციძემ დაკავებას გაუგებრობა უწოდა.
მანამდე ავთანდილ ხურციძის ფეისბუქგვერდზე კიდევ ერთი განცხადება განთავსდა, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა, რომ ქართველი მოკრივე 8 ივლისს ბრიტანელ მოკრივე ბილი ჯო სონდერსს უნდა შეხვედროდა და WBO Middleweight ტიტულისათვის ებრძოლა. გამომდინარე იქიდან, რომ ხურციძე „გაურკვეველ ვითარებაში დააკავეს, დაგეგმილი ჩხუბი გადაიდო“. შესაბამისად, ხურციძს ახლობლები საქართველოს შსს-ს, პრემიერ კვირიკაშვილს, კახა კალაძესა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დაინტერესდნენ საქმით და „მაქსიმალური ძალისმხევით სცადონ სიტუაციაში გარკვევა“.