აქტუალური
სინამდვილეში რა აღელვებს ევროპის სახალხო პარტიას საქართველოში

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი პაულუ რანჟელი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

საკონსტიტუციო რეფორმის არსებული პროექტის განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირს შორის დისტანციას გაზრდის. განსაკუთრებით ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას და პრეზიდენტ არჩევის წესის შეცვლა ეხება. ქართულმა მხარემ საჯაროდ დადო პირობა, რომ ვენეციის კომისიის რჩევებს გაიზიარებს.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსთავი 2-ის საქმესაც. საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მივესალმებით, თუმცა ახლა დღის წესრიგში საკონსტიტუციო ცვლილებების პრობლემა და თავისუფალი მედიის მიმართ დამოკიდებულება დადგა. ეს ის საკითხებია, რომლებიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. მხოლოდ ეკონომიკური რეფორმები არაა საკმარისი. ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს, - ამბობს ესპ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ აქ კვლავაც საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან, ვინაიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დე ფაქტო ეკუთვნის სააკაშვილს, რომელმაც მისი უწინდელი კანონიერი მფლობელი აიძულა ის სხვა პირებისთვის იაფად მიეყიდა. ხოლო როცა სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დროს ათობით ტელეკომპანია და ასობით გაზეთისა და ჟურნალის რედაქცია გაანადგურეს, ევროპის სახალხო პარტია, როგორც მთელი ევროკავშირი, დუმდა.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ ევროპელების მთავარი უკმაყოფილება გამოიწვია ორმა, ქართველი ხალხის ზეწოლით მიღებულმა კონსტიტუციის ახალმა ჩანაწერმა – ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის და საქართველოს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების მიყიდვის აკრძალვამ არა საქართველოს მოქალაქეებზე