საზოგადოება
ბლოკების აკრძალვასთან და 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნა არ აქვს, "ბონუსიც“ ლეგიტიმურად მიაჩნია - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნები აბსოლუტურად მისაღებია.

"5%-იანი ბარიერი დაწესებულია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში. აქედან გამომდინარე, ბლოკების აკრძალვასთან და 5%-იან ბარიერთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნა არ აქვს. ამასთან, ვენეციის კომისიას "ბონუსიცლეგიტიმურად მიაჩნია. საუბარია იმაზე, რომ იმ პირობებში, როცა დაწესებულია 5%-იანი ბარიერი და იკრძალება საარჩევნო ბლოკები, შეიძლება ბონუსის მოცულობა ზედმეტად გაიზარდოს, რამაც შეიძლება თანასწორობის პრინციპის ხელყოფა გამოიწვიოს“, - აღნიშნა სპიკერმა.

"ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნა მისაღებია. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ყველა შენიშვნას გავითვალისწინებდით და ეს პირობა რჩება ძალაში. შესაძლოა, გარკვეულ პუნქტზე თარგმანის პრობლემა იყოს, გვჭირდება ზოგიერთი ნაწილის დაკონკრეტება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომისიის საბოლოო დასკვნამდე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ მოხდება.