საზოგადოება
ჯანი ბუკიკიო ძალიან შეშფოთებულია! – ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გასაჯაროებას ეხმაურება

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტის არგასაჯაროება სწორედ ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა.

ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო ეს დოკუმენტი. ჩვენ ეს პირობა, ბუნებრივია, პირნათლად დავიცავით, თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ გუშინტაბულაშიგაჟონა ინფორმაციამ, იყო სიტყვასიტყვით ციტირებული კონკრეტული ჩანაწერები ამ დასკვნის. ორ სუბიექტს ჰქონდა რეალურად მხოლოდ ეს დოკუმენტი: ეს იყო პარლამენტის ხელმძღვანელობა და ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს, ბუნებრივია, ლეგიტიმური ეჭვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამტაბულაშიდა ამ ლეგიტიმურ ეჭვებს აქვს, ბუნებრივია, თავისი საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ინფორმაციის გაჟონვით შეშფოთებულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ შეშფოთებას. არის ძალიან სამწუხარო ის, რომ უმაღლეს დონეზე ჟონავს ასეთი ინფორმაცია“, - აღნიშნა კობახიძემ.