საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის მადლობის წერილი მიიღო, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით მადლობას გიხდით პირადად თქვენ და საქართველოს პარლამენტს საქართველოში ასამბლეის პირველი, ისტორიული სესიის მასპინძლობისთვის.
პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ნატოს მიზანი არ გახლავთ მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა. ალიანსი ასევე ზრუნავს დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების გაძლიერებაზე.
დარწმუნებული ვარ, რომ სესიის მონაწილეებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკეთესად აღიქვეს ის რთული გეოპოლიტიკური გარემო, რომელთანაც თქვენს ქვეყანას ყოველდღიურად უწევს გამკლავება. შესაბამისად, ისინი ახლა უფრო მეტად აფასებენ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების განმტკიცებაში. მოხარული ვარ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა ასამბლეის მიერ სესიის დასკვნით ნაწილში მიღებულ დეკლარაციაში“.