საზოგადოება
ბათუმში ცათამბჯენებს ააშენებენ

catambjeniბათუმში მალე ცათამბჯენის სტილის შენობები გაჩნდება. ახალი პროექტების მიხედვით, რომლებსაც მერიაში ხელი უკვე მოეწერა, ქალაქში 30, 40 და 50–სართულიანი შენობები აიგება.

მაღალსართულიანი შენობები ძირითადად ქალაქის ახალ უბანში გაჩნდება, რომელიც არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. ყველაზე მაღალი, 60–სართულიანი შენობა კი ბათუმის ბულვარში აიგება.

მერიაში ამბობენ, რომ თანამედროვე უბნების შექმნა ძველი ბათუმის ხარჯზე არ მოხდება, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე შენობებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და ძველი ბათუმი იერსახეს შეინარჩუნებს.