სამართალი
საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა ორი პირი - მ.მ. და გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა მ.მ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ-ს პირადი ჩხრეკისას - 2,3342 გრამი „მდმა“.
გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.