სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. 9 ივნისს ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ. იმავე დღეს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა საპატრიარქოს იურისტის წინააღმდეგ მამა გიორგის პატივისა და ღირსების შელახვისათვის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანეს.

სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მესამედ წარადგინეს შუამდგომლობა, რომ სასამართლო სხდომა საჯარო იყოს და მას დაესწროს ნებისმიერი მსურველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

ადვოკატების მთავარი არგუმენტი შუამდგომლობის დაყენებისას ქვეყნის მთავარი პროკურორის ის განცხადებაა, სადაც ირაკლი შოთაძემ თქვა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში არ დევს არავითარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები თუ ინფორმაცია.

უფლებადამცველები დეკანოზის  ღირსებისა და პატივის შელახვისთვის ქარჩავასგან გავრცელებული ცნობების საჯარო უარყოფას და 50 ათას ლარს ითხოვენ.