საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. წინასწარ დოკუმენტში, რომელიც საიდუმლოდ გადასცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანტისამთავრობო კურსის მომხრე ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს.
ვენეციის კომისიის წევრები, ასევე, ხაზს უსვამენ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია.
შენიშვნა №91. რადგან 5-პროცენტიანი ბარიერი სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი ამცირებს პროპორციული სისტემის ეფექტს უფრო პატარა პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და დიდწილად იხრება საარჩევნო თანასწორობისა და წარმომადგენლობითობის პრინციპებიდან, ვიდრე ამართლებს სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებას.
შენიშვნა №92. ამ ფონზე ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნების წარმოდგენილისგან განსხვავებული ვარიანტები იყოს გათვალისწინებული. როგორიცაა:
- პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს;
- ან გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობის უმაღლესი ზღვარის დაწესება, რაც გამარჯვებულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს;
- და/ან ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა და ამგვარად პროპორციული სისტემის დაწესება დარჩენილი მანდატების გადასანაწილებლადაც", - წერია აღნიშნულ დასკვნაში.