პოლიტიკა
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით – შენიშვნები №№89, 90

   საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. წინასწარ დოკუმენტში, რომელიც საიდუმლოდ გადასცა საქართველოს პრეზიდენტმგიორგი მარგველაშვილმა ანტისამთავრობო კურსის მომხრე  ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე ლაპარაკი. ვენეციის კომისიის წევრები, ასევე, ხაზს უსვამენ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯია.

შენიშვნა 89. საქართველო რჩება საკმარისად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ისეთ პარლამენტთან ერთად, რომელიც დარჩება ერთპალატიანი პროგნოზირებადი მომავლისთვის. მას არ აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. ასეთ გარემოებაში არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი და მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს ძალაუფლების გადანაწილების გაძლიერების შესაძლებლობას, მაგალითად, მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით.

შენიშვნა №90. ახლანდელი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით ეჭვს გარეშე არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას, თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი სამი მექანიზმით არის შეზღუდული: საკანონმდებლო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი შენარჩუნებულია; 5 პროცენტს ქვემოთ გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიეწერება და საარჩევნო კოალიციები (პარტიული ბლოკები) უქმდება”, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ დოკუმენტში.